„ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ ზედიზედ მეხუთედ წააგო – ჩემპიონთა ლიგა, მე-2 ტური C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
ფაქტები
* „ბარსელონამ“ პირველ ტაიმში 10-ჯერ დაარტყა „ბაიერნის“ კარის მიმართულებით.
* რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში უფრო მეტჯერ დაარტყა, ვიდრე „ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელმა ერთად – 5:4.
* შეწყდა ლევანდოვსკის ხუთმატჩიანი შედეგიანი სერია.
* „ბარსელონამ“ ზედიზედ მეხუთედ წააგო „ბაიერნთან“. ბურთების შეფარდება – 19:4.
* ლეროი სანემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-18 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა რონალდინიოს.
* „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 159-ე მატჩი მოიგო და „ბარსელონას“ (158) გაუსწრო. წინ მხოლოდ მადრიდის „რეალია“ – 174 მოგება.
* „ბაიერნი“ ჯგუფურ ეტაპზე 30 მატჩია არ მარცხდება – 27 მოგება, სამი ფრე.
* ედინ ჯეკომ „პლზენს“ ცხრა მატჩში 10 გოლი გაუტანა.
* ჯეკოს 26 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაუსწრო რობინ ვან პერსისა და ერლინგ ჰალანდს.
პლზენი-ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (20), 0:2 დუმფრიზი (70)
ბაიერნი-ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (50), 2:0 სანე (54)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ბაიერნი | 2 | 2 | 0 | 0 | 4-0 | 6 |
| 2. ბარსელონა | 2 | 1 | 0 | 1 | 5-3 | 3 |
| 3. ინტერი | 2 | 1 | 0 | 1 | 2-2 | 3 |
| 4. პლზენი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-7 | 0 |