„ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ ზედიზედ მეხუთედ წააგო - ჩემპიონთა ლიგა, მე-2 ტური C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ ზედიზედ მეხუთედ წააგო - ჩემპიონთა ლიგა, მე-2 ტური C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

ფაქტები

* „ბარსელონამ“ პირველ ტაიმში 10-ჯერ დაარტყა „ბაიერნის“ კარის მიმართულებით.

* რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში უფრო მეტჯერ დაარტყა, ვიდრე „ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელმა ერთად – 5:4.

* შეწყდა ლევანდოვსკის ხუთმატჩიანი შედეგიანი სერია.

* „ბარსელონამ“ ზედიზედ მეხუთედ წააგო „ბაიერნთან“. ბურთების შეფარდება – 19:4.

* ლეროი სანემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-18 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა რონალდინიოს.

* „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 159-ე მატჩი მოიგო და „ბარსელონას“ (158) გაუსწრო. წინ მხოლოდ მადრიდის „რეალია“ – 174 მოგება.

* „ბაიერნი“ ჯგუფურ ეტაპზე 30 მატჩია არ მარცხდება – 27 მოგება, სამი ფრე.

* ედინ ჯეკომ „პლზენს“ ცხრა მატჩში 10 გოლი გაუტანა.

* ჯეკოს 26 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაუსწრო რობინ ვან პერსისა და ერლინგ ჰალანდს.

 

პლზენი-ინტერი           0:2

გოლები: 0:1 ჯეკო (20), 0:2 დუმფრიზი (70)

 

ბაიერნი-ბარსელონა     2:0

გოლები: 1:0 ერნანდესი (50), 2:0 სანე (54)

 

1. ბაიერნი 2 2 0 0 4-0 6
2. ბარსელონა 2 1 0 1 5-3 3
3. ინტერი 2 1 0 1 2-2 3
4. პლზენი 2 0 0 2 1-7 0