„ბარსელონამ“ ანსუ ფატის ტრავმა დაადასტურა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ანსუ ფატის ტრავმა დაადასტურა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა ტრავმის შესახებ, რომელიც ფორვარდმა ანსუ ფატიმ მიიღო ლა ლიგას მე-13 ტურში „სელტას“ წინააღმდეგ.

ფატი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მეხუთე წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ დაზიანების გამო, შესვენებაზე შეცვალეს.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა. „ბარსელონა“ არ ასახელებს 19 წლის ფეხბურთელის აღდგენის თარიღს. გაზეთმა AS-მა დაწერა, რომ ფატი მინიმუმ ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

2021-22 წლების სეზონში ფატიმ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.