„ბარსელონამ“ 21 წლის პერესის დუბლით ინიესტასა და ვილიას გუნდი დაამარცხა (ვიდეო)

19:02, 27.07.2019

ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:0 დაამარცხა ანდრეს ინიესტას, დავიდ ვილიასა და ლუკას პოდოლსკის „ვისელ კობე“.

ამ მატჩში დუბლის ავტორი გახდა 21 წლის კარლეს პერესმა, რომელმაც 59-ე და 86-ე წუთებზე გაიტანა.

„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ტერ-შტეგენი (46. ნეტო), ჟორდი ალბა (46. ხაიმე), ლენგლე (46. უმტიტი), ნელსონ სემედუ (46. სერხი რობერტო), არაუხო (46. ტოდიბო), რაკიტიჩი (46. ფ. დე იონგი), კოლიადო (46. პერესი), პუჩი (46. მალკომი), ბუსკეტსი (46. ალენია), რაფინია (54. მონჩუ), გრიზმანი (46. დემბელე).

მსგავსი