„ბარსელონამ“ 115 მილიონი უნდა გადაიხადოს პიანიჩის, ფრენკი დე იონგისა და კოუტინიოს ტრანსფერებისთვის #1TVSPORT
ცნობილი ხდება „ბარსელონას“ ახალი ფინანსური პრობლემების შესახებ. კატალონურ კლუბს ჯამში 115 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი რამდენიმე კლუბისთვის, რომელთაგანაც ბოლო წლებში ფეხბურთელები შეიძინა.
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და გენერალური დირექტორი ფრან რივერტერი ოთხშაბათს წარმოადგენენ კლუბში ბოლო აუდიტის შედეგებს, მაგრამ ერთ-ერთი დეტალი პრესისთვის უკვე ცნობილი გახდა.
როგორც იტყობინებიან, „ბარსელონას“ ვალები 28,4 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კატალონურმა კლუბმა ჯერ ისევ უნდა გადაიხადოს მნიშვნელოვანი თანხები ადრე განხორციელებული ტრანსფერებისთვის.
კერძოდ, „იუვენტუსს“ „ბარსელონასგან“ ეკუთვნის 39 მილიონი მირალემ პიანიჩის ტრანსფერისთვის. 48 მილიონი უნდა მიიღოს „აიაქსმა“: 32 მილიონი ფრენკი დე იონგისთვის და 16 მილიონი – სერჟინიო დესტისთვის. გარდა ამისა, „ბარსელონამ“ 13 მილიონი უნდა გადაუხადოს „ლივერპულს“ ფილიპე კოუტინიოს გაფორმებისთვის.