„ბაიერნი“ კიმიხის „ბარსელონას“ ორ ფეხბურთელში გაცვლის ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT
„ბაიერნი“ კიმიხის „ბარსელონას“ ორ ფეხბურთელში გაცვლის ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის უახლოეს ზაფხულში გამოეთხოვოს ნახევარმცველ იოზუა კიმიხს, რომელსაც დღემდე არ გაუგრძელებია კონტრაქტი გერმანულ კლუბთან, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport.es-მა.

წყაროს ცნობით, „ბაიერნს“ არ სურს კიმიხის უფასოდ გაშვება. მიუნხენური კლუბი აპირებს, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველში, მინიმუმ, 50 მილიონი ევრო მიიღოს.

კიმიხის შეძენის ერთ-ერთი კანდიდატია „ბარსელონა“. თავის მხრივ, „ბაიერნი“ დაინტერესებულია კატალონელთა ცენტრალური მცველით, როლანდ არაუხოთი და ნახევარმცველით ფრენკი დე იონგით. ამასთან დაკავშირებით, მიუნხენური კლუბი განიხილავს კიმიხის ამ ფეხბურთელებში გაცვლის ვარიანტს და თანხის დამატებას კატალონური კლუბისთვის.