„ბარსელონა“ ზამთარში ხუთი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
„ბარსელონა“ ზამთარში ხუთი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს მზად არის ხუთ ფეხბურთელს გამოეთხოვოს, – წერს „მუნდო დეპორტივო“. ამ სიაში შევიდნენ უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, მარტინ ბრეიტუეიტი, ჯუნიორ ფირპო და კარლეს ალენია.

ეს მოთამაშეები არ შედიან გუნდის მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის გეგმებში. უნდა აღინიშნოს, რომ დემბელეზე კვლავინდებურად „მანჩესტერ იუნაიტედი“ აცხადებს პრეტენზიას. ოქტომბრის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დახურვის წინ, გუნდებმა ვერ შეძლეს დემბელეზე მოლაპარაკება, რადგან „მანჩესტერს“ ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდა, „ბარსელონა“ კი მხოლოდ გაყიდვის ვარიანტს განიხილავდა.

ჩამოთვლილი ხუთეულიდან მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი დემბელემ ჩაატარა – ის შვიდჯერ გავიდა მინდორზე, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბრეიტუეიტმა ოთხი მატჩში მიიღო მონაწილეობა, ფირპომ ორ მატჩში 24 წუთი ითამაშა, ალენიას შვიდი წუთი დაუგროვდა, უმტიტის კი ტრავმის გამო ჯერ არ უთამაშია.

დატოვე კომენტარი