„ბარსელონა“ მე-10 ნომერს ხმარებიდან  ვერ ამოიღებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მე-10 ნომერს ხმარებიდან ვერ ამოიღებს #1TVSPORT

ლიონელ მესის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ, „ბარსელონა“ უნდა ჩამოყალიბდეს მოთამაშეზე, რომელსაც 10-ნომრიან მაისურს გადასცემს. ვარაუდობდნენ, რომ კატალონური კლუბი არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ პატივისცემის ნიშნად, ხმარებიდან ამოიღებდა ნომერს, რომლითაც მესი ბოლო 13 წელი თამაშობდა.

მაგრამ „ბარსელონა“ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას ლა ლიგაში არსებული წესების გამო. ლიგის ხელმძღვანელობა ავალდებულებს გუნდებს – პირველ შემადგენლობაში შეყვანილ 25 ფეხბურთელს მიანიჭოს ნომრები პირველიდან 25-მდე.