კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ დაასახელა თარიღი, როცა გუნდი ვარჯიშს განაახლებს, ეს 27 აპრილს მოხდება, – იუწყება AS.
ესპანეთი კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კერაა.
ქვეყანაში შეჩერებულია ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება და კლუბებს გუნდური ვარჯიშიც ეკრძალებათ.
ახლა „ბარსელონას“ ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით და სამწვრთნელო შტაბის „ონლაინ მეთვალყურეობის“ ქვეშ სახლებში ვარჯიშობენ.