„ბარსელონა“ ვარჯიშს 27 აპრილს განაახლებს
„ბარსელონა“ ვარჯიშს 27 აპრილს განაახლებს

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ დაასახელა თარიღი, როცა გუნდი ვარჯიშს განაახლებს, ეს 27 აპრილს მოხდება,  – იუწყება AS.

ესპანეთი კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კერაა.

ქვეყანაში შეჩერებულია ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება და კლუბებს გუნდური ვარჯიშიც ეკრძალებათ.

ახლა „ბარსელონას“ ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით და სამწვრთნელო შტაბის „ონლაინ მეთვალყურეობის“ ქვეშ სახლებში ვარჯიშობენ.