„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „აიაქსიდან“ არგენტინელ მცველს ნიკოლას ტალიაფიკოს გადაიბირებს.
როგორც გაზეთი Mundo Deportivo წერს, კატალონელებს სურთ ტალიაფიკოს სეზონის ბოლოდე იჯარით აყვანა, რის შემდეგაც ექნებათ მისი გამოსყიდვის უფლება. სანაცვლოდ, კატალონელები „აიაქსს“ სთავაზობენ იჯარით მცველ ალექს ბალდეს აყვანას. ახლა, ამსტერდამული კლუბი განიხილავს ამგვარ ვარიანტს.
აღნიშნავენ, რომ ტალიაფიკო არ გეგმავს „აიაქსთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და იმედოვნებს, რომ „ბარსელონას“ წინადადება მიღებული იქნება. ნიდერლანდელებს კი სურთ ფეხბურთელის შენარჩუნება, რადგან მასზე აქცენტს აკეთებს მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი.
ამ სეზონში ტალიაფიკომ ერედივიზიონში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.