"ბარსელონა"- "რეალი" 6 მაისს გაიმართება
"ბარსელონა"- "რეალი" 6 მაისს გაიმართება

გაირკვა მორიგი “ელ-კლასიკოს” ჩატარების ზუსტი თარიღი.

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში “ბარსელონა” და “რეალი” “კამპ ნოუზე” 6 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. თამაშის დაწყების დროა – 22 საათი და 45 წუთი.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონამ” 3:0 მოიგო. გარდა ამისა, ამ სეზონში “რეალი” და “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასზე შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შეხვედრაში მადრიდულმა კლუბმა გაიმარჯვა – 2:0 და 3:1.

ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” პირველ ადგილზეა და 15 ქულით უსწრებს “რეალს”.