„ბარსელონა“ ნეიმარს აღარ უჩივის #1TVSPORT
„ბარსელონა“ ნეიმარს აღარ უჩივის #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაასრულა ყველა სასამართლო გარჩევა თავის ყოფილ ფეხბურთელთან ნეიმართან.

კატალონურმა კლუბმა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს შრომით ინსპექციაში სამი სარჩელისა და ერთი სამოქალაქო პროცესის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო გარჩევა დაიწყო 2017 წელს ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენის“ გადასვლის შემდეგ. მაშინ ბრაზილიელი „ბარსელონასგან“ ითხოვდა 40 მილიონ ბონუსს იმის სანაცვლოდ, რომ 2016 წელს კატალონურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.

დატოვე კომენტარი