„ბარსელონა“ მესისთვის სამუდამო კონტრაქტს ამზადებს
„ბარსელონა“ მესისთვის სამუდამო კონტრაქტს ამზადებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უვადო კონტრაქტი შესთავაზოს თავის ლიდერ ლიონელ მესის. ხელშეკრულება იქამდე იქნება ძალაში, სანამ არგენტინელი კარიერას არ დაასრულებს, – წერს „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).

32 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება. კონტრაქტში არის პუნქტი თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებაზე, მაგრამ კატალონურ გრანდში სურთ შესავაზონ მესის გარიგება, რომელიც არგენტინელის კარიერის დასრულებასთან ერთად ამოიწურება.

ლიონელ მესი „ბარსელონას“ სისტემაში 13 წლიდანაა, ხოლო მისი დებიუტი პირველ გუნდში 2004 წელს შედგა, როცა ფორვარდი 17 წლის იყო. კონტრაქტის შესაძლო გაგრძელება მეათე იქნება ლეოს კარიერაში.