„ბარსელონა“ ლევანდოვსკის შემცვლელად ხულიან ალვარესს მოიაზრებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ყურადღებით აკვირდება „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს ხულიან ალვარესს.
როგორც გამოცემა Diario Sport წერს, კატალონელები არგენტინელში ხედავენ რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელს. ალვარესს მოსწონს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი და სპორტული დირექტორი დეკუ.
ფორვარდის სათამაშო თვისებების გარდა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ხიბლავს ისიც, რომ „სიტისთან“ არგენტინელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მხოლოდ 50 მილიონი ევროა მითითებული.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის რვა მატჩში სამი გოლი გაიტანა.