„ბარსელონა“ კოუტინიოსთვის ხუთ ფეხბურთელს გაყიდის
„ბარსელონა“ კოუტინიოსთვის ხუთ ფეხბურთელს გაყიდის

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, “ბარსელონა” ხუთი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, რომლებიც ვერ ხვდებიან შემადგენლობაში და ამ გზით მოახერხოს “ლივერპულიდან” ფილიპე კოუტინიოს გადაბირება, – წერს Mundo Deportivo. გუნდი შეიძლება დატოვონ – ხავიერ მასკერანომ, არდა თურანმა, ალეიშ ვიდალმა, რაფინიამ და ჟერარ დეულოფეუმ.
25 წლის კოუტინიოს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. კლუბი მზად არის, ბრაზილიელს 145 მილიონ ევროდ შეელიოს.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 18 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 10 გოლი და 7 შედეგიანი პასი შეასრულა.