„ბარსელონა“ კიმიხის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს #1TVSPORT
„ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა ზამთარში, შესაძლოა, დატოვოს მიუნხენური კლუბი.
როგორც გამოცემა Todofichajes-ი წერს, 28 წლის ფეხბურთელით „ბარსელონაა“ დაინტერესებული. გარიგების სავარაუდო თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.