„ბარსელონა“ ექვს მოთამაშეს ყიდის
„ბარსელონა“ ექვს მოთამაშეს ყიდის

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვასა და ტრანსფერებისთვის გარკვეული თანხის შეგროვებას აპირებს.

„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, კატალონური კლუბი შეიძლება ერთბაშად ექვსმა ფეხბურთელმა დატოვოს. ესენი არიან: მცველები ხუნიორ ფირპო და სამუელ უმტიტი, ნახევარმცველები მატეუს ფერნანდესი, რიკარდო პუჩი და კარლეს ალენია, ფორვარდი მარტინ ბრეიტუეიტი.

24 წლის ფირპოს უკვე ჰყავს მთხოვნელები „ნაპოლისა“ და „ინტერის“ სახით. 27 წლის უმტიტიზე პრეტენზიას აცხადებენ „რომა“ და „ლიონი“.

ამასთან, პარალელურად ირკვევა, რომ „ბარსელონა“ აღარ აპირებს ზამთარში უსმან დემბელეს გაყიდვას, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო გუნდის ფორვარდმა ანსუ ფატიმ. პირიქით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას გეგმაში აქვს 23 წლის ფრანგთან კონტრაქტის გახანგრძლივება.