„ბარსელონა“ და პსჟ ნეიმარის ტრანსფერს ათანხმებენ #1TVSPORT
„ბარსელონა“ და პსჟ ნეიმარის ტრანსფერს ათანხმებენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „პარი-სენჟერმენთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს და მხარეები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, შეთანახმების მიღწევას ცდილობენ, –  იუწყება პოპულარული კატალონიური რადიოსადგური RAC1. 

წყაროს ინფორმაციით,  კატალონიურ გრანდს პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის დაბრუნება წელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

ნეიმარის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება და კვლავ არ დადასტურებულა, სად გააგრძელებს კარიერას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

ბრაზილიელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, რასაც მიმდინარე სეზონში ნეიმარის სტატისტიკაც ადასტურებს – 25 მატჩი, 14 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა.

დატოვე კომენტარი