„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „პარი-სენჟერმენთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს და მხარეები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, შეთანახმების მიღწევას ცდილობენ, – იუწყება პოპულარული კატალონიური რადიოსადგური RAC1.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის დაბრუნება წელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.
ნეიმარის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება და კვლავ არ დადასტურებულა, სად გააგრძელებს კარიერას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
ბრაზილიელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, რასაც მიმდინარე სეზონში ნეიმარის სტატისტიკაც ადასტურებს – 25 მატჩი, 14 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა.