„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ესპანური პრესის ბოლო ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში გადასვლის ძირითადი კანდიდატია „მილანის“ ფეხბურთელი ფრანკ კესი.
25 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი „როსონერისთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით, მხარეებმა ვერ მიაღწიეს მისი გაგრძელების შესახებ შეთანხმებას. სწორედ ამით სარგებლობა გადაწყვიტა „ბარსელონამ“ და ფეხბურთელის აგენტებს დაუკავშირდა.
აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა კესით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, რამაც შესაძლოა, „ბარსელონას“ ხელი შეუშალოს.
ამ სეზონზე კესიმ 16 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და ხუთი გოლი გაიტანა.