სევილიაში ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ გაანადგურა „ბილბაო“ – 4:0. კატალონელები მთელი მატჩი დომინირებდნენ, მაგრამ ბე-60 წუთამდე ვერ შეძლეს ანგარიშის გახსნა. არადა, პირველი ტაიმში „ბარსას“ ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა: კარში დარტყმები – 7:1, ბურთის ფლობა – 82 პროცენტი, პასების რაოდენობა – 406 55-ის წინააღმდეგ.
ასეთი უპირატესობის რეალიზაცია მეორე ტაიმში მოხდა, როცა რონალდ კუმანის გუნდმა 12 წუთში ოთხი გოლი გაიტანა.
პირველი გოლი ანტუან გრიზმანის ანგარიშზე იყო. მესიმ მარჯვნივ დე იონგს მიაწოდა, რომელმაც კარის გასწვრივ ჩააწოდა და ფრანგმა ახლოდან გაიტანა.
მეორე გოლი ალბას პასით დე იონგმა შეაგდო, ამის შემდეგ კი მესის ჯერი დადგა. არგენტინელმა და დე იონგმა ოთხი პასი გააკეთეს ერთმანეთში, მესიმ ერთი მცველი მოატყუა და ზუსტად დაარტყა. რამდენიმე წუთში კი მესიმ დუბლი შეასრულა – ამჯერად, ალბას საფირმო პასით.
ბოლოს გრიზმანმა მეხუთეც გაიტანა, მაგრამ გოლი VAR-მა გაააუქმა.
„ბარსელონამ“ 4:0 მოიგო და 31-ედ მოიგო ესპანეთის თასი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. შემდეგ სწორედ „ბილბაო“მოდის 23 ტიტულით.
ლეო მესიმ მეათე ფინალი ითამაშა და მეცხრე გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო „ბილბაოს“ ლეგენდას ტელმო სარას, რომელსაც რვა გოლით წინა რეკორდი ეკუთვნოდა.
არგენტინელმა კარიერაში 35-ე ტიტული მოიპოვა. რეკორდია ესპანეთის თასზე მეშვიდე გამარჯვება, თუმცა მესი მას ბუსკეტსთან, პიკესთან და „ბილბაოს“ კიდევ ერთ ფეხბურთელთან აგუსტინ გაინსთან იყოფს.
რონალდ კუმანმა კი პირველი ტიტული მოიგო „ბარსელობაში“ მწვრთნელის რანგში.