უმოტივაციო ბარსელონამ მოტივირებული ხეტაფეს წინააღმდეგ ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი გამართა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. ანგარიში 39-ე წუთზე არტურო ვიდალმა გახსნა, 89-ზე კი ჯენე დაკონამმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ბარსამ 86 ქულა დააგროვა, ხეტაფემ კი მეოთხე ადგილი ვალენსიას დაუთმო, რომელიც მადრიდულ გუნდს ქულებით გაუთანაბრდა.
ამ სეზონში კამპ ნოუზე მეტი მატჩი აღარ ჩატარდება, ბოლო ტურში კი ერნესტო ვალვერდეს გუნდი სტუმრად ეიბარს დაუპირისპირდება. თამაში 18 მაისს გაიმართება, შემდეგ კი ბარსელონა ვალენსიას წინააღმდეგ სამეფო თასის ფინალში ითამაშებს.