ბარსელონამ მშობლიურ კამპ ნოუზე სეზონის ბოლო მატჩი გამართა

12:37, 13.05.2019

უმოტივაციო ბარსელონამ მოტივირებული ხეტაფეს წინააღმდეგ ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი გამართა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. ანგარიში 39-ე წუთზე არტურო ვიდალმა გახსნა, 89-ზე კი ჯენე დაკონამმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ბარსამ  86 ქულა დააგროვა, ხეტაფემ კი მეოთხე ადგილი ვალენსიას დაუთმო, რომელიც მადრიდულ გუნდს ქულებით გაუთანაბრდა.

ამ სეზონში კამპ ნოუზე მეტი მატჩი აღარ ჩატარდება, ბოლო ტურში კი ერნესტო ვალვერდეს გუნდი სტუმრად  ეიბარს  დაუპირისპირდება. თამაში 18 მაისს გაიმართება, შემდეგ კი ბარსელონა ვალენსიას წინააღმდეგ სამეფო თასის ფინალში ითამაშებს.

მსგავსი