ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედასა და ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოში დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

13:58, 06.09.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედას, ნათია გობაძესა და ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს, ლიკა ბაქრაძეს შორის.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი დაიხურა და დამსწრეებმა დარბაზიდან დერეფანში გადაინაცვლეს.

ვითარება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. მათ ვეფხია ბაქრაძის ყოფილი ცოლი და მოკლულის დედა, ნათია გობაძე შენობიდან გაიყვანეს. მოგვიანებით კი ნათია გობაძე მანდატურების თანხლებით სასამართლო დარბაზში შეიყვანეს, სადაც მას დაკითხავენ.

მსგავსი