ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში წარიმართება
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში წარიმართება

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმეზე არსებითი განხილვის განმავლობაში სხდომები დახურული იქნება.

ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის საქმეზე ეს შუამდგომლობა სხდომათა დარბაზში პროკურორმა დააყენა.

მისი თქმით, საქმეშია პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულებები, ასევე დაიკითხებიან მცირეწლოვნები. ამ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.