ბარიში საქართველოს მოქალაქეებმა სავაჭრო ადგილის გამო იჩხუბეს
ბარიში საქართველოს მოქალაქეებმა სავაჭრო ადგილის გამო იჩხუბეს

იტალიაში საქართველო მოქალაქეებს შორის ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ბარიში, სარკინიგზო სადგურთან მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, ჩხუბის მონაწილეებმა სავაჭრო ადგილი ვერ გაინაწილეს. თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, შემდეგ კი ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ქართველმა ბოთლი გატეხა და მისი საშუალებით დაჭრა მოწინააღმდეგე.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.