„ინტერის“ ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა მილანურ კლუბთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ნიკოლო სკირა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ბარელა ახალი კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე სეზონში 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, მომდევნო წლებში – 5 მილიონს, გათვალისწინებულია ბონუსებიც.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ნიკოლო ბარელამ „ინტერის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.