თოჯინა ბარბი 60 წლისაა
თოჯინა ბარბი 60 წლისაა

პირველი თოჯინა ბარბი 1959 წლის 9 მარტს გამოჩნდა და შავ თეთრი საცურაო კოსტიუმი ეცვა. მოდური ქერა ლამაზმანის თოჯინა 60 წლის წინ რუთ ჰანდლერმა შექმნა.

ჰანდლერმა მოდელ თოჯინას საკუთარი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა.

ბარბის იუბილესთან დაკავშირებით, ემფაია სთეით ბილდინგი ვარდისფრად გაანათეს.