ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს.

„აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.