ბარათაშვილის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა ორი საათით შეიზღუდა
ბარათაშვილის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა ორი საათით შეიზღუდა

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა 16:00 საათიდან ორი საათით შეიზღუდა.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის შედეგად, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს. გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს.

გაწმენდით სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.