ბარათაშვილის აღმართზე ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და გადავარდა [ფოტო/ვიდეო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბარათაშვილის აღმართზე.

თვითმხილველების განცხადებით, „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა განუცხადა, მას უკნიდან ცემენტმზიდი შეეჯახა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით გზიდან გადავარდა.

პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.