ბარაკ ობამას მემუარების პირველი ნაწილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 17 ნოემბერს გამოვა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მემუარების პირველი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 17 ნოემბერს გამოვა.
„არ არსებობს წიგნის დასრულების მსგავსი გრძნობა და ამაყი ვარ ამით“, – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მისი თქმით მემუარებში ის ეცდება, გულწრფელად მოუთხროს მკითხველს თავისი პრეზიდენტობის შესახებ.
768-გვერდიან მემუარებს, სახელწოდებით „აღთქმული მიწა“, ერთდროულად 25 ენაზე გამოსცემენ.
ბარაკ ობამას აქამდე სამი წიგნი აქვს დაწერილი, მათ შორის „მამაჩემის ოცნებები“ და „იმედის სითამამე“, ასევე საბავშვო წიგნი „შენ გიმღერი“.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი მემუარები აქვს გამოქვეყნებული აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას.
There’s no feeling like finishing a book, and I’m proud of this one. In A Promised Land, I try to provide an honest accounting of my presidency, the forces we grapple with as a nation, and how we can heal our divisions and make democracy work for everybody. pic.twitter.com/T1QSZVDvOm
— Barack Obama (@BarackObama) September 17, 2020