აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს ეწვია. ბარაკ ობამა კლინიკაში სანტა კლაუსის ქუდითა და საჩუქრებით სავსე ტომრით მივიდა.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებსა და ჰოსპიტლის თანამშრომლებს დაურიგა. ობამამ ზოგიერთ პაციენტს საშობაო საჩუქარი პალატაში მიუტანა.
ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.