ბარაკ ობამამ საშობაო საჩუქრები ბავშვთა ჰოსპიტალში მიიტანა [ვიდეო]

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს ეწვია. ბარაკ ობამა კლინიკაში სანტა კლაუსის ქუდითა და საჩუქრებით სავსე ტომრით მივიდა.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებსა და ჰოსპიტლის თანამშრომლებს დაურიგა. ობამამ ზოგიერთ პაციენტს საშობაო საჩუქარი პალატაში მიუტანა.

ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.