ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ნაცისტურ გერმანიას შეადარა
ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ნაცისტურ გერმანიას შეადარა

ბარაკ ობამა ამომრჩევლებს მოუწოდებს, აქტიურად იყვნენ ჩართული დემოკრატიაში, რადგან „სწორედ თვითკმაყოფილება იყო ნაცისტური გერმანიის აღზევების მიზეზი“. ამის შესახებ ინფორმაცის ტელეკომპანია CNN ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჩიკაგოში ეკონომიკური კლუბის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

„თქვენ უნდა ისწრაფოდეთ დემოკრატიის ბაღისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე ჩამოიშალოს. ჩვენ გვინახავს საზოგადოებები, სადაც ასეთი რამ მომხდარა. წარმოიდგინეთ, 1920-იანი წლების ბოლოს, ან 30-იან წლებში ვენაში წვეულების დარბაზი იყო, რომელიც თითქოს სავსე იყო მუსიკით, ხელოვნებითა და ლიტერატურით, რაც ეგონათ, რომ მარადიულად გაგრძელდებოდა. ​შემდეგ, 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მთელი მსოფლიო ქაოსმა მოიცვა. ასე რომ, ყურადღებით იყავით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში.

ეს მოხდა 1930-იან წლებში გერმანიაში, სადაც ვაიმარის რესპუბლიკის დემოკრატიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურული და სამეცნიერო მიღწევებს მიუხედავად, გაჩნდა ადოლფ ჰიტლერი“, – აღნიშნა მან.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს, მედიას ხშირად ჭკუიდან გადავყავდი. იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ რეპორტიორები არასწორად ინფორმირებულები იყვნენ. იყო დრო, როდესაც მათ ამბავი არასწორად იცოდნენ. თუმცა მე გავიგე, რომ თავისუფალი პრესის პრინციპი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩემი როგორც პრეზიდენტის მოვალეობა იყო, ამ პრინციპის შენარჩუნება“ – განაცხადა ბარაკ ობამამ.