ბარაკ ობამა კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე - ამაზე გულდასაწყვეტი ვერაფერი მოხდებოდა (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩზე დასასწრებად ყოველთვის განსხვავებული და საზოგადოების ცნობილი სახეები იკრიბებიან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო, რომ წელს ჩიკაგოში გამართულ ყველა ვარსკვლავის კვირეულს კალათბურთის დიდი გულშემატკივარი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრო.
ობამამ ყველა ვარსკვლავის კვირეულზე კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილზეც ისაუბრა და ლეგენდარული კალათბურთელი გაიხსენა.
„ეს დანაკარგი იმდენად შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტი იყო, რომ ბევრი ახლაც ვერ ახერხებს შოკიდან გამოსვლას. კობი ხომ იქ თავის ქალიშვილთან და კიდევ სხვა ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. ამაზე სულისშემძვრელი ტრაგედია ჩემთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.