ბარაკ ობამა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს
ბარაკ ობამა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს.

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჯოს აქვს პრეზიდენტობისთვის საჭირო თვისებები და თავი ასეც უჭირავს“, –  წერს ობამა.

ობამას თქმით, ჯო ბაიდენს წინ ბევრი სერიოზული გამოწვევა ელოდება, მათ შორის „კოვიდ-19“-ის პანდემია, უთანასწორო ეკონომიკური მდგომარეობა, კლიმატურ ცვლილებები და რისკის ქვეშ დაყენებულ დემოკრატია.

„ვიცი, რომ ის საქმეს ყველა ამერიკელი საუკეთესო ინტერესების დაცვით გააკეთებს, მიუხედავად იმისა, მას მისცეს ხმა თუ არა. ამიტომ ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, რომ მას შანსი მისცეს და მხარი დაუჭიროს.
არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ ქვეყანა ღრმადაა დაყოფილი. თავისი წილი არა მხოლოდ ჯომ და კამალამ, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, მოვუსმინოთ სხვებს, დავწიოთ ტემპერატურა და ვიპოვოთ საერთო ენა, რათა წინსვლა შევძლოთ“, – წერს ბარაკ ობამა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ისე როგორც არასდროს, ჩვენს დემოკრატიას ახლა ყველანი ვჭირდებით. მე და მიშელი მოუთმენლად ველოდებით ჩვენი მომავალი პრეზიდენტისა და პირველი ლედის მხარდაჭერას“, – წერს ობამა.