ბარაკ ობამა - ირანთან ომის შემდეგ აშშ, შესაძლოა, უფრო ცუდ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე
ირანთან ომის შემდეგ აშშ, შესაძლოა, უფრო ცუდ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მა მილიარდობით დოლარი დახარჯა და სამხედრო ძალები დატვირთა.
„ჩვენ ვაწარმოვეთ ომი, დავხარჯეთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარი, უზარმაზარი დატვირთვა მივაყენეთ ჩვენს სამხედრო ძალებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა. ახლა კი ისეთი განცდა მაქვს, რომ დავბრუნდით იმავე მდგომარეობაში, სადაც ომის დაწყებამდე ვიყავით, ოღონდ, შესაძლოა, ოდნავ უარეს მდგომარეობაში“, – განაცხადა ობამამ.
ყოფილმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე.
„ძალიან მიხარია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს. იმედი მაქვს, რომ ის შენარჩუნდება“, – აღნიშნა ობამამ.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ირანი შეთანხმების ფარგლებში დათანხმდა, რომ არ შექმნიდა ბირთვულ იარაღს.
„ამ ადმინისტრაციამ ან ამ ადმინისტრაციის წინა ვერსიამ დატოვა პროცესი, რამაც ირანს ბირთვული სიმძლავრის გაზრდისკენ უბიძგა“, – განაცხადა ობამამ.