ბარაკ ობამა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს შეხვდა
ბარაკ ობამა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს შეხვდა.

16 წლის გრეტა ტუნბერგი უკვე ერთი კვირაა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და სხვადასხვა შეხვედრებს მართავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ გრეტა უკვე არის ამ პლანეტის ყველაზე დიდი დამცველი.

შეხვედრის დროს გრეტა ტუნბერგმა და ბარაკ ობამამ იმ აქციებზე ისაუბრეს, რომელიც შვედი აქტივისტის ინიციატივით, ყოველ პარასკევს იმართება. ბარაკ ობამამ ტუნბერგს უთხრა, რომ ის მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლის.

„იყავი კრეატიული. შენ და მე, ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, – უთხრა ობამამ ტუნბერგს შეხვედრის დასასრულს.

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგმა ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, მან ნიუ იორკში, კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ში დაგეგმილ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

გრეტა ტუნბერგი შვედი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტების მოძრაობას უდგას სათავეში. ისინი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ იბრძვიან. გრეტას მოძრაობამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო. აქტივისტები ყოველ პარასკევს სკოლაში მისვლაზე უარს ამბობდნენ და პარლამენტის შენობასთან მართავს აქციებს.