ბარაკ და მიშელ ობამები შესაძლოა, Netflix-ის გადაცემის წამყვანები გახდნენ
ბარაკ და მიშელ ობამები შესაძლოა, Netflix-ის გადაცემის წამყვანები გახდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკულ კომპანია Netflix-თან მომავალ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი და მისი მეუღლე მიშელ ობამა Netflix-ის დოკუმენტურ გადაცემას წაიყვანენ.

გადაცემის თემები მრავალფეროვანი იქნება, მათ შორის, საუბარი შეეხება სოციალურ პრობლემებს, ჯანდაცვას, კლიმატურ ცვლილებებს, ემიგრაციას, ასევე კვების საკითხებსა და ბავშვთა უფლებებს. ამ ორ უკანასკნელ საკითხებზე მიშელ ობამა წლების განმავლობაში მუშაობდა. მისი, როგორც პირველი ლედის კამპანიაც ხშირად ქალთა და ბავშვთა მდგომარეობასა და უფლებებს ეძღვნებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, გადაცემის თემები გლობალურ პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხება. ფორმატი სტუდიაში მოწვეულ სტუმარსაც ითვალისწინებს.

ახალი გადაცემა, რომლის წამყვანები სავარაუდოდ მიშელ და ბარაკ ობამები იქნებიან, კომპანია Netflix-ის ექსკლუზიური ფორმატი იქნება.

დატოვე კომენტარი