ბარაკ და მიშელ ობამებმა Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს
ბარაკ და მიშელ ობამებმა Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს

ბარაკ და მიშელ ობამებმა კომპანია Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, კომპანიისთვის ფილმებს და სერიალებს გადაიღებს. სპეციალურად ამისთვის ყოფილმა პირველმა პირმა საკუთარი კომპანია, Higher Ground Production-ი დააარსა.

„სახელმწიფო აპარატში მუშაობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა იყო. ისინი რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობდნენ. ახლა კი მათ გამოცდილებას ფართო საზოგადოებას გავაცნობთ“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

უკვე ცნობილია, რომ თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი, მეუღლესთან ერთად, დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებს და მხატვრული ლიტერატურის ეკრანიზაციებს გადაიღებს. ამასთან, ბარაკ და მიშელ ობამები კადრს მიღმა არ დარჩებიან. ისინი გარკვეულ პროექტებში მონაწილეობას პირადად მიიღებენ და წამყვანების ამპლუაში მოგვევლინებიან.

როგორც ცნობილია, მიშელ და ბარაკ ობამების მონაწილეობით პირველი ფილმის გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

დატოვე კომენტარი