ბარაკ და მიშელ ობამა დონალდ ტრამპზე გადაღებული სერიალის პროდიუსერები იქნებიან
ბარაკ და მიშელ ობამა დონალდ ტრამპზე გადაღებული სერიალის პროდიუსერები იქნებიან

ბარაკ და მიშელ ობამა დონალდ ტრამპის შესახებ გადაღებული სერიალის პროდიუსერები გახდებიან.

სერიალს კომპანია „ნეტფლიქსი“ მწერალ მაიკლ ლუისის ბესტსელერის „მეხუთე რისკის“ მიხედვით გადაიღებს. წიგნში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებია ასახული.

ანოტაციაში ნათქვამია, რომ სერიალი ეძღვნება „ჩვეულებრივი გმირების მიერ შესრულებენ სამსახურს, რომლებიც ჩვენს მთავრობას ხელმძღვანელობენ და იცავენ ჩვენს ერს“. როგორც ცნობილია, ლუისის წიგნში ტრამპი დადებითად არ არის წარმოდგენილი.