ბაქოში საჭადრაკო ტურნირზე დავით ბენიძე მესამე ადგილზე გავიდა
ბაქოში საჭადრაკო ტურნირზე დავით ბენიძე მესამე ადგილზე გავიდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ფუად ჯაფაროვის სახელობის მემორიალზე ოთხი ქართველი მოჭადრაკე გამოდიოდა და მათგან საუკეთესო რეიტინგის მქონე დავით ბენიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ბენიძე მთლიანად ტურნირის მეორე ნომერი იყო. მან ცხრა ტურში 5.5 ქულა მოაგროვა. ასეთივე შედეგი კიდევ სამ მოჭადრაკეს ჰქონდა, მათ შორის, მიხეილ კეკელიძეს. ბენიძემ მას და სხვა კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა. კეკელიძე მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

ხუთი ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა ვალერიან გაფრინდაშვილმა. მეოთხე ქართველმა ნიკოლოზ კაჭარავამ მეცხრე ადგილზე დაასრულა ტურნირი.

ფუად ჯაფაროვის სახელობის მემორიალის გამარჯვებული ირანელი არაშ თაბაზი გახდა 6.5 ქულით. პირველ ნომრად განთესილი აზერბაიჯანელი აზერ მირზოევი (2503) მას ნახევარი ქულით ჩამორჩა.