ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი
ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი

ბაქოში, ღამის კლუბში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 31 ადამიანი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აფეთქება თერლან ალიარბექოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში მოხდა.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება გათხევადებული აირის გაჟონვამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ექვსი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ღამის კლუბთან ახლოს მდებარე 13 ავტომობილი.