ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართება
ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართება

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართება.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ითერნითი-2019“ (Eternity-2019) 2 სექტემბერს დაიწყება.

სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება და გაიმართება როგორც აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების საომარი თამაშების ცენტრში, ისე საველე პირობებში. წვრთნის დროს, სამი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.

​სამხედრო წვრთნა 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი