ბაქოს სავაჭრო ცენტრ „სადარაქში“ ხანძარია. აზერბაიჯანის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში ცეცხლის გაჩენის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივმა სამმართველომ განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ჯგუფები და მაშველები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სავაჭრო ცენტრი 100 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული. „სადარაქი“ საბითუმო და საცალო ვაჭრობის 12-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, ასევე ბაზარს, საბითუმო საწყობს და სხვა ობიექტებს.