ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა 2019 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა მომდევნო წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება.
დახურულ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, 2019 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანი შვეიცარიული კომპანია Stadler-ისგან ვაგონებს მიიღებს.
პირველ და მეორე ეტაპზე აზერბაიჯანი 10-10 ვაგონს ელოდება. Trend-ი წერს, რომ რკინიგზის გახსნის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 3 ათასი კონტეინერი გადაიზიდა.