ბაქო ერევანს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, სომხეთი ბრალდებებს უარყოფს
ბაქო ერევანს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, სომხეთი ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 აპრილს, საღამოს საათებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, ცეცხლის გახსნეს აღდამ თოვუზის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. პერსონალს შორის დანაკარგები არ არის.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

„სომხურ მხარეს არ გაუხსნია ცეცხლის აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალების მიმართულებით, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.