ბაქო-ბათუმის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ ფრენებს დღეიდან შეასრულებს
ბაქო-ბათუმის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ ფრენებს დღეიდან შეასრულებს

ბაქოდან ბათუმში დღეიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბათუმი, თბილისის შემდეგ, საქართველოში აღნიშნული ავიაკომპანიის მეორე მიმართულება გახდება.

ბაქო-ბათუმის რეისის ბილეთის ფასი 29 ევროდან დაიწყება. ფრენა კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას შესრულდება.

როგორც ავიარეისის დანიშვნის ცერემონიაზე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის დიდი ტურისტულიპოტენციალი არსებობს.

„ახალი რეისების დანიშვნა ხელს უწყობს ურთიერთობების დაახლოებას არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ბიზნესის სფეროშიც. ვიმედოვნებთ, ამ რეისზე დიდი მოთხოვნა იქნება არა მხოლოდ ზაფხული პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ქართველმა დიპლომატმა.

თავის მხრივ, „აზერბაიჯანული ავიახაზების“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელდარ გაჯიევმა განაცხადა, რომ ბაქო-ბათუმის რეისის დანიშვნა ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. „ბუთა ეარვეისი“ „აზერბაიჯანული ავიახაზებში“ შემავალი კომპანიაა.

„აღნიშნული რეისი ორი ერის კიდევ უფრო დაახლოებაში ახალი ეტაპის დასაწყისია“, – აღნიშნა გაჯიევმა.

მისი თქმით, ბათუმის მიმართულებით პირველი რეისის ბილეთები უკვე მთლიანად გაყიდულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პოპულარული მიმართულება იქნება.